ჩვენ გთავაზობთ სატრანსპორტო მომსახურებას მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ნებისმიერი თქვენთვის სასურველი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვა შესრულებადია ჩვენი ოპტიმალურად განლაგებული საწყობების საშუალებით, რაც უკონკურენტო ფასის გარანტიაა.
დაზღვევა ხდება ტვირთის კომერციული საინვოისო ღირებულებით. შესაბამისად ჩვენს მიერ განხორციელებული ნებისმიერი გადაზიდვა და ტვირთი დაზღვეულია 100%-ით. ჩვენი სადაზღვევო ტარიფები ყოველთვის საუკეთესოა ბაზარზე.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველა ტიპის ტვირთის გადაზიდვას, მათ შორის: სარეკლამო თუ სამშენებლო მასალები, არაგაბარიტული ტვირთები, საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური/გაზიანი სასმელები, მალფუჭებადი, სახიფათო კატეგორიის ტვირთები, მედიკამენტები და შერეული ტვირთები.
გადაზიდვის ტარიფის დადგენა ხდება ინდივიდუალურად. ტვირთის მოცულობის, წონის, სახეობის და პარამეტრების შესაბამისად, გადაზდივის ტარიფის დათვლა ნებისმიერი ლოკაციიდან ასევე ხდება ინდივიდუალურად. ჩვენი გუნდი უმოკლეს დროში დაგითვლით თქვენს მიერ მოწოდებული ტვირთის და ლოკაციის პარამეტრების შესაბამისად ტრანსპორტირების ღირებულებას.